0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
News contains an attached video
09 აპრილი 2017

1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს 9 აპრილის სახელობის სკვერში შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ, შიდა ქართლის რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის, ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა და დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ - საგანმათლებლო ცენტრის აღსაზრდელების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა, დასასრულს კი სიმბოლურად მტრედები გაუშვეს.
28 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა არმიამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და გაზის გამოყენებით დაარბია. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით კი 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

მიმაგრებული ვიდეო

მიმაგრებული სურათები


Top