0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

6 მაისი დაუმარცხებელი გენერლის დაბადების დღეა
6 მაისი დაუმარცხებელი გენერლის დაბადების დღეა
08 მაისი 2017

6 მაისი საქართველოს დაუმარცხებელი გენერლის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა. გენერლის ბიუსტთან შიდა ქართლის მხარის გუბერნატორი, კახა სამხარაძე, მისი პირველი მოადგილე, იოსებ ოქრომელიძე, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გოჩა გოჩიტაშვილი და ადგილობრივი საზოგადოების წევრები კასპში მდებარე მისი სახელობის სკვერში შეიკრიბნენ, გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს გენერლის ხსოვნას.  ღონისძიების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები  მაზნიაშვილის  მშობლიურ სოფელში, სასირეთში გამემგზავრნენ და  მის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ, სადაც  გენერლის  ცხოვრებისა და ბრძოლის ეპიზოდების ამსახველი გამოფენა დაათვალიერეს.

მიმაგრებული სურათები


Top