ქალაქ გორში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის გორელ მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს და ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ღონისძიებას შიდა ქართლის რწმუნებული–გუბერნატორი, კახა სამხარაძე მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა. ვეტერანების საპატივსაცემოდ საბრძოლო დიდების მუზეუმში ღონისძიება გაიმართება, რომელშიც გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის აღსაზრდელები და ანსამბლი „გორი“ იღებდა მონაწილეობას.
გუბერნატორმა გორელ ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა
09 მაისი 2017