0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორის სასულიერო გიმნაზიის დაარსებიდან 200 წელი გავიდა
გორის სასულიერო გიმნაზიის დაარსებიდან 200 წელი გავიდა
17 მაისი 2017

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის სასულიერო გიმნაზიის დაარსებიდან 200 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გორისა და ატენის ეპარქიაში საზეიმო ღინისძიებებია დაგეგმილი. 16 მაისს, გორის სასულიერო სასწავლებელში საზეიმო ლიტურგია შესრულდა, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე  ანდრიამ ეპარქიის სამღვდელოებასთან და უცხოელ სტუმრებთან ერთად აღავლინა. საზეიმო პარაკლისს შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე, ქალაქ გორის მერი, ზურაბ ჯირკველიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ონიაშვილი ესწრებოდნენ. მოგვიანებით კი გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში საზეიმო საღამო გაიმართა თეატრის დასისა და გიმნაზიის მოსწავლეების მონაწილეობით. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საიუბილეო თარიღი მიულოცა კახა სამხარაძემ. ,, დღეს გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის სასულიერო გიმნაზიას დაარსებიდან ორი საუკუნე შეუსრულდა. გილოცავთ ყველას  ამ მნიშვნელოვან თარიღს. მე ვამაყობ, რომ ჩვენს ქალაქს ასეთი დიდი ტრადიციების მატარებელი გიმნაზია აქვს, რომელმაც წლების მანძილზე მრავალი ღორსეული ქართველი გაუზარდა  საქართველოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მადლობას გიხდით ყველას, ვისაც წვლილი შეგაქვთ ამ მნიშვნელოვან საქმეში“ – აღნიშნა გუბერნატორმა.  

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში 18 მაისს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში გაიხსნება წმინდა მღვდელმოწამე კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის გორის VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

გორის სასულიერო სასწავლებელი, ერთ-ერთი პირველი სასულიერო სასწავლებელია საქართველოში, რომელიც 1817 წელს დაარსდა. სხვადასხვა დროს აქ სწავლობდნენ ი. გოგებაშვილი, ი. სტალინი, ლ. კეცხოველი, ს. მგალობლიშვილი, ნ. ლომოური და სხვები. 

მიმაგრებული სურათები


Top