0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეტლები გადაეცათ
შიდა ქართლში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეტლები გადაეცათ
25 მაისი 2017

გორის მუნციპალიტეტის გამგეობისა და ასოციაცია ,,ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" თანამშრომლობის შედეგად შიდა ქართლში მცხოვრებ თერთმეტ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ეტლები გადაეცათ. შეხვედრაზე გუბერნატორის პირველი მოადგილე, იოსებ ოქრომელიძე, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ონიაშვილი, სოციალური სამსახურისა და ასოციაციის წარმომადგენლები და ბენეფიციარების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ასოციაციის ხელმძღვანელის, მაია კვეზერელის თქმით, მნიშვნელოვანია მსგავსი სახის პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი პროცესში სახელმწიფოს მხრიდან სრული მზად ყოფნა და ჩართულობა.

მიმაგრებული სურათები


Top