ხაშურის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე გამოეყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურა მინისტრმა ზურაბ ალავიძე, მხარის გუბერნატორთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაბა სურამში სტიქიის შედეგად მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად გაეცნო. მინისტრმა ადგილობრივების პრობლემებიც მოისმინა და პირობა მისცა, რომ უმოკლეს ვადებში დაიწყება ბაიანთხევის შიდა გზისა და წყალმომარაგების პრობლემების მოგვარება.
მომხდარი სტიქიამ, დაბა სურამში პრობლემები შექმნა. ნიაღვარმა დააზარალა ბაიანთხევის მოსახლეობა, წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ მოშალა ნაპირსამაგრები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. შესაბამისი სამსახურები მესამე დღეა სალიკვიდაციო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებენ.
ინფრასტრუქტურის მინისტრი ხაშურის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა
17 ივნისი 2017