შიდა ქართლის გუბერნატორის საახალწლო მილოცვა (2)
03 იანვარი 2014
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ყოველი გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის გამთლიანებისკენ, თითოეული თქვენგანის, თქვენი ოჯახების და მთელი შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული. გვინდა ჩვენი საქმიანობა და თქვენი სურვილები ერთმანეთს ემთხვეოდეს.
დაე, 2014 წელი ყოფილიყოს მშვიდობის, სიკეთის, სიხარულის, ხვავის და ბარაქის მომტანი ჩვენი ოჯახებისა და სრულიად საქართველოსთვის. მჯერა ახალი წელი იქნება ქვაკუთხედი ერთიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველოს მშენებლობისა.
პატივისცემით,
შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი
ზურაბ რუსიშვილი