0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გუბერნატორი და „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ
გუბერნატორი და „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ
14 ივლისი 2017

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია შიდა ქართლის გუბერნატორ კახა სამხარაძესთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში სოფელი დიცის, არბოსა და ქორდის მოსახლეობას შეხვდა და საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხები განიხილა.
იმისათვის, რომ აღნიშუნულ სოფლებში სარწყავი წყლის მიწოდების პროცესი დარეგულირდეს და შეფერხების გარეშე მიეწოდოს მოსახლეობას წყალი არბო-დიცის სატუმბი სადგური 24 საათიან რეჟიმში იმუშვებს. ჩაირთვება 3 ტუმბო. ამასთანავე, აუცილებელია ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიცვას წყალმოხმარების გრაფიკი, რათა წყალი თანაბრად გადანაწილდეს სამივე სოფლის ფართობებზე.
სოფელი დიცის სავარგულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული კეხვი-ვანათის სარწყავი სისტემით ირწყვებოდა. დღეისათვის სოფელს სარწყავი წყალი მიეწოდება მექანიკური წესით მდინარე პატარა ლიახვზე აშენებული არბო-დიცის სატუმბი სადგურის მეშვეობით, რომლის სიმძლავრის გაზრდის მიზნით 2017 წელს დამონტაჟდა დამატებითი საქაჩი აგრეგატი.
ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა დამატებითი ინფორმაცია მიიღოს რწყვის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
ცხელი ხაზის ნომერია: 15 01

მიმაგრებული სურათები


Top