0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მერეთში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა
მერეთში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა
01 აგვისტო 2017

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მერეთის თემის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. სამედიცინო აქციის პროცესს ადგილზე გაეცვნენ შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე, უმრავლესობის წევრი, გია ვოლსი და გორის მაჟორიტარი დეპუტატი, თემურ ხუბულური.

ორგანიზაცია –  „ ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალის“ ორგანიზებით გამართული აქციის ფარგლებში,  ათამდე სამედიცინო კლინიკის წამყვანმა  სპეციალისტებმა ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა სახის სამედიცინო სერვისები შესთავაზეს. მერეთის თემში მაცხოვრებლებს თერაპიული, პედიატრიული, კარდიოლოგიური და ნევროლოგიური კონსულტაციები და კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ. აქციის ფარგლებში, მოსახლეობას საშუალება ჰქონდა, ასევე, უფასოდ ესარგებლა გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის და სხვა რამდენიმე პროფილის  ექიმის მომსახურებით. კონსულტაციის და შესაბამისი დანიშნულების მიღების შემდეგ, პაციენტებს  საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.

უფასო სამედიცინო აქციით 500–მდე პირმა ისარგებლა.


Top