0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის მორიგი სამედიცინო აქცია ჩატარდა
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის მორიგი სამედიცინო აქცია ჩატარდა
27 ივლისი 2022

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით მორიგი სამედიცინო აქცია ჩატარდა
გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიაანთკარის მოსახლეობას კლინიკა ,,ვივამედში“ უფასო კვლევები ჩაუტარდათ. სამედიცინო აქციას დაესწრო შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბიკო აბესაძე. მისი თქმით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული და მომავალში გაგრძელდება. ,,დღეს საოკუპაციო ხაზის სოფლის მოსახლეობას ჩაუტარდათ სამედიცინო კვლევები, ასევე კვალიფიციური ექიმების მიიღეს რეკომენდაციები. მადლობას ვუხდი კლინიკა ,,ვივამედს“ თანამშრომლობისთვის და გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ - აღნიშნა რწმუნებულის მოადგილემ.

Top