0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მეჯვრისხევში სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა მოეწყო
მეჯვრისხევში სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა მოეწყო
03 აგვისტო 2017

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრა გუბერნიის ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო. დამსწრეებმა პროექტების – დანერგე მომავალი, აგროდაზღვევა და შეღავათიანი აგროკრედიტის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადგილობრივებისთვის ერთ–ერთი მთავარი საკითხი აგროდაზღვევის სისტემა და მოსავლის სარეალიზაციო ბაზრებია. შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები აუმჯობესებს ინფორმაციის სრულყოფილად მიღემას და მიესალმებიან ასეთი ტიპის წამოწყებებს.

მიმაგრებული სურათები


Top