0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება
შიდა ქართლში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება
03 აგვისტო 2017

საქართველოს მთავრობის სხდომაზე, მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა 17 მუნიციპალიტეტის 74 სოფელი, საიდანაც 55 სოფელში განხორციელდება გაზიფიცირებისთვის საჭირო სრული სამუშაოები, ხოლო 19 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები. სამუშაოების შედეგად საქართველოში დამატებით 17,833 ოჯახი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი აირით.
 
შიდა ქართლის რეგიონში გაზიფიცირების სრული სამუშაოები ჩატარდება გორის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ქვახვრელი, სკრა და უფლისციხე, ხოლო სოფელ ახალხიზასა და ხიდისთავის გაზიფიცირებისთვის პროექტებს შეიმუშავებენ. კასპის მუნიციპალიტეტში სრული სამშენებლო სამუშაოები თელიანის და დოესის გაზიფიცირებისთვისაა გათვალისწინებული, ხოლო გარიყულას, სასირეთის და თელათგორის დაჩების გაზიფიცირებისთვის პროექტები მომზადდება. რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებს, აქ გათვალისწინებული პატარა ფლევის, ნაცარგორას, დიდი ფლევის, ტკოცას, ზემო ბროლოსანის, ქვემო ბროლოსანის, კლდისწყაროს, წეღვერის, ტიტვინისწყაროს, ზემო აძვისის, ნაბახტევის, მცხეთიჯვარის, უწლევის, ალის, ბრილის, ქინძათის, ახალუბანის, დუმაცხოვის და კლდისწყაროს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება.
 
ყოველწლიურად საქართველოს მთავრობა 20 მილიონი ლარით აფინანსებს გაზიფიცირების სამუშაოებს. მიმდინარე წლის დამტკიცებული გეგმის მიხედვით, გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დაგეგმილია 34 სოფელში, სადაც ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 11ათას ოჯახს მიეცემა. 2013-2017წლებში, საქართველოს მასშტაბით, გაზიფიცირდა 200 ათასზე მეტი აბონენტი. ასევე, 2014-2015წლებში ბუნებირვი აირის ქსელში ჩაერთო ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფლის 13,459 ოჯახი. გაზიფიცირების სამუშაოებზე განხორციელებულმა ინვესტიციამ 253 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

Top