გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან სანთლების ტრადიციული აქცია მოეწყო. შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ, ქალაქ გორის მერმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა და პარლამენტის წევრმა, იოსებ მაკრახიძემ საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად , მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას. ღონისძიების ბოლოს კი, შეკრებილებმა ფრანები გაუშვეს, რომლებზეც, სიმბოლურად, აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების სახელები ეწერა.
სანთლების აქცია გორში
08 აგვისტო 2017