0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორში მიუსაფართა თავშესაფარი მოეწყო
08 იანვარი 2014

დახმარება გაუწია თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს წითელმა ჯვარმა. შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა პაპუნა კობერიძემ დღეს კარვებში მაცხოვრებლები მოინახულეს და შობის დღესასწაული მიულოცეს. ,,სამწუხარო რეალობაა, რომ მიუსაფარი ადამიანები არიან ჩვენს გვერდით. შობის დღესასწაულისთვის მათი დახმარება განსაკუთრებული მადლია“ - აღნიშნა ზურაბ რუსიშვილმა და დასძინა, რომ ამ ადამიანების დასახმარებლად მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. ,,საწუხაროდ უსახლკარო ადამიანების სტატისტიკა გორში არ არსებობს. ამ ეტაპზე პატრული გვეხმარება მიუსაფარი ადამიანების მოძიებასა და კარვებში შესახლებაში. ყოვედღიურად მათ ექნებათ სითბო და ცხელი სადილი. მართალია ეს არ არის ადამიანისთვის იდეალური საცხოვრებელი გარემო, მაგრამ ისინი ზამთრის ცივ დღეებს უკეთეს პირობებში გაატარებენ,“ განაცხადა პაპუნა კობერიძემ.

Top