კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში წყალსადენის მაგისტრალის ქსელების და სათავე ნაგებობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია დრენაჟის მოწყობა, რეზერვუარის რეაბილიტაცია, შიდა დაქსელვა, ინდივიდუალური გამრიცხველიანება, საქლორატოროსა და დარაჯის ოთახის მოწყობა. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლით სრულად იქნება უზრუნველყოფილი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე შიდა ქართლის გუნერნატორის მოადგილესთან, სიმონ გულედანთან ერთად კასპის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც წყალმომარაგების ქსელის სამუშაოები მიმდინარეობას და ობიექტებზე არსებული ვითარებას გაეცნო. პროექტის ღირებულება 876 505 ლარია, რომელიც ადგილობრივთან ერთად, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.
ქვემო ჭალის მოსახლეობა მალე 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს
09 ნოემბერი 2017