სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რიგები 185 წვევამდელით შეივსო. ახალწვეულებმა ფიცი სიმბოლურად შინდისის გმირთა მემორიალთან დადეს. სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ, შიდა ქართლის გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად მემორიალი გვირგვინით შეამკო და ახალწვეულებს ფიცის დადება მიულოცა. დღეიდან, ერთი წლის განმავლობაში ახალწვეულები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურს გაივლიან. ფიცის მიღების საზეიმო ღონისძიების დასასრულს, წვევამდელებმა, სდსს-ს თანამშრომლებთან ერთად, მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
სახელმწიფო დაცვის წვევამდელებმა ფიცი დადეს
15 ნოემბერი 2017