გორში, ნარჩენების მართვის მიმართულებით მომუშავე ლატვიური კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, კასპარს პატასი გუბერნატორს, კახა სამხარაძეს, ასევე გორის მუნიციპალიტეტის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს შეხვდა და ნარჩენების მართვის მიმართულებით კომპანიის საქმიანობა გააცნო. პრეზენტაციისას კასპარს პატასმა წარმოადგინა სპეციალური ტექნიკა, რომლის საშუალებითაც კომპანია ლატვიის სხვადსხვა ქალაქში ნარჩენების მართვას უზრუნველყოფს. კომპანიის მუშაობის სტრატეგია მოიცავს, როგორც ტერიტორიების დასუფთავებას, ისე ნარჩენების გატანა-გადამუშავებას. გუბერნატორის თქმით, ნარჩენების მართვის მიმართულებით სახელმწიფომ უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები, თუმცა ამ კუთხით გამოწვევები კიდევ არსეობს, ამიტომ ლატვიურ კომპანიასთან თანამშრომლობის საკითხებზე მოლაპარაკება გაგრძელდება. კასპარს პატასი საქართველოში რჩება და ნარჩენების მართვის კუთხით შიდა ქართლის რეგიონში არსებულ მდგომარეობას ეცნობა. სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ლიტვური კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა კიდევ გაიმართება,სადაც მხარეები უკვე კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელებენ.
რწმუნებულის ადმინისტრაციაში ნარჩნების მართვის საკითხები განიხილეს
24 ნოემბერი 2017