0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორის № 1 საჯარო სკოლაში რეგიონში პირველი ეკოჰაბი გაიხსნა
გორის № 1 საჯარო სკოლაში რეგიონში პირველი ეკოჰაბი გაიხსნა
04 დეკემბერი 2017

გუბერნატორის ადმინისტრაცია გარემოსდაცვის საკითხებთან დაკავშირებით ეკოჰაბთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს. ეკოჰაბის შექმნის ინიციატივა კავკასიის გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაციების ქსელს (CENN) ეკუთვნის. გახსნის ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ჰაბი პოპულარიზაციას გაუწევს გარემოსთან მეგობრული დამოკიდებულებების დამკვიდრებას და გარემოსდაცვითი განათლების მხარდაჭერას საჯარო სკოლებში. ღონისძიებას ესწრებოდა გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე. ,,რამდენადაც ეკოჰაბის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს შორის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაც მოიაზრება, გუბერნატორის ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას, ახალი ტურისტული მარშრუტების თაობაზე ითანამშრომლოს პროექტში ჩართულ ახალგაზრდებთან” - აღნიშნა ოქრომელიძემ. აღსანიშნავია, რომ გუბენატორის ადმინისტრაცია მუშაობს რეგიონის ტურისტული გეგმის შედგენაზე, რომელიც მოიცავს როგორც არსებული პოტენციალის შესწავლას, ასევე მისი განვითარების გეგმის შემუშავებას.

მიმაგრებული სურათები


Top