0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორში იუზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერი გაიხსნება
გორში იუზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერი გაიხსნება
05 დეკემბერი 2017

პოლონელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწის, იუზეფ პილსუდსკის სკვერის გახსნის საზეიმო ცერემონიალთან დაკავშირებით, გორში პოლონური დელეგაცია იმყოფება. პომორსკიეს რეგიონის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს შიდა ქართლის გუბერნატორს, კახა სამხარაძეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ღონისძიებასთან დაკავშირებული დეტალები და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. მხარეებმა ერთამენეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. გუბერნატორმა პოლონურ მხარეს მადლობა გადაუხადა გამოჩენილი მხარდაჭერისთვის. გორში, წმინდაწყლის დასახლებაში სკვერის მოწყობის იდეა პომორსკიეს რეგიონის მთავრობასა და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტს ეკუთვნის, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ხვალ, 6 დეკემბერს, სკვერის ტერიტორიაზე მოეწყობა გამწვანების აქციაც, რომელშიც მონაწილეობას ქართულ მხარესთან ერთად, პოლონური დელეგაციის წარმომადგენლებიც მიიღებენ.

მიმაგრებული სურათები


Top