0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორში რძის გადამამუშავებელი საწარმო „ნებიერა“ გაიხსნა
გორში რძის გადამამუშავებელი საწარმო „ნებიერა“ გაიხსნა
News contains an attached video
14 თებერვალი 2018

გორში რძის გადამამუშავებელი საწარმო „ნებიერა“ გაიხსნა. საწარმოს გახსნას შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე, სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საწარმო „ნებიერა“ გაერო-ს განვითარების პროგრამის ფარგლებში 2008 წელს დაფუძნდა, თუმცა უკვე რამდენიმე წელია არ ფუნქციონირებს. ქარხნის დაფუძნების იდეა დუალური განათლების მოდელზე იყო მორგებული და ის გორის უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამისა და კოლეჯი „განთიადის“ შესაბამისი სფეროს (რძის გადამამუშავებლის ტექნოლოგის პროგრამა) სტუდენტებისათვის სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის უზრუნველყოფას ემსახურებოდა.

საწარმო „ნებიერა“ ხელახალ გახსნამდე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბალანსზე ირიცხებოდა, თუმცა ამჟამად იჯარით ადგილობრივ მეწარმეს, ირმა კიტრიაშვილს გადაეცა, რომელიც ქარხნის მუშაობის განახლებასთან ერთად დუალური პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის ვალდებულებასაც იღებს, რაშიც მას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაეხმარება. დუალური განათლების სისტემის გერმანული მოდელის მიხედვით სტუდენტებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინატორის როლს სწორედ სავაჭრო პალატები ითავსებენ. საქართველოში წარმატებული გერმანული მოდელის პილოტირების მიზნით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა 2018 წელს საკოორდინაციო საბჭოს ჩამოაყალიბებს, რომელიც დუალური პროფესიული განათლების სისტემის ხელშეწყობის მიზნით სამ მხარეს შორის მედიატორის როლს შეასრულებს.

მიმაგრებული ვიდეო

მიმაგრებული სურათები


Top