0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის რწმუნებული - გუბერნატორის განცხადება
შიდა ქართლის რწმუნებული - გუბერნატორის განცხადება
27 თებერვალი 2018

მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო ბოლო დროს უსაფუძვლოდ ატეხილ აჟიოტაჟს. იქიდან გამომდინარე, რომ გუბერნატორს არ ჰყავს საკუთარი ავტომობილი, მერიასთან გაფორმებულია უზურფრუქტის ხელშეკრულება კონკრეტულ ავტომობილზე, რომლითაც მე ვსარგებლობ.

რადგან აღნიშნული ავტომობილი ირიცხება მერიის ბალანსზე, სითი პარკის მიერ გამოწერილი ჯარიმა, რომლის არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი, გაიგზავნა მერიაში.

ჯარიმის მიღება, სამწუხაროდ დაემთხვა მუნიციპალიტეტების გაერთიანების პროცესს, მოხდა გაუგებრობა და ჯარიმის არსებობის შესახებ ინფორამცია ჩემამდე არ მოსულა.

ამის შესახებ შევიტყვე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რის შემდეგაც იმავე დღეს ჯარიმა გადავიხადე პირადი სახსრებით და ბინძური მანიპულაცია, თითქოს აღნიშნული ჯარიმის გადახდა მოხდა საბიუჯეტო სახსრებით, არის სიცრუე და ტყუილის ტირაჟირება.

აქვე გეტყვით, რომ 2017 წლის განმავლობაში განხორციელდა 35 მლნ ლარის ღირებულების 200 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც რატომღაც იგივე მედია საშუალებები ყურადღებას საერთოდ არ უთმობენ. 
გაგაცნობთ ჩემი გუბერნატორობის პერიოდში რეგიონში განხორციელებული მსხვილი პროექტების არასრულ ჩამონათვალს: 
• 47 კილომეტრი გზის ასფალტირება
• 20 სოფელში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა
• 42 სოფლის გაზიფიცირება
• წყალარინების სისტემის მოწყობის 8 პროექტი
• 24 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყება
• 8 მლნ ლარის ღირებულების 7 პროექტი სარწყავი სისტემების მოსაწყობად 
• გორის საფეხბურთო სტადიონის სრული რეაბილიტაცია 
• 480 დევნილ ოჯახისთვის საცხოვრებელი ბინების გადაცემა და მრავალი სხვა ...

2017 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების კუთხით გვქონდა 95 % - იანი მაჩვენებელი და ამასთან ერთად, 2018 წლისთვის დაგეგმილია კიდევ 33 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

ეს არის ის მცირე ჩამონათვალი თუ რა გავაკეთეთ მოკლე პერიოდში და 
რომელთან დაკავშირებითაც არასდროს საუბრობენ კონკრეტული მედია საშუალებები,
ხოლო თითიდან გამოწოვილ საკითხებზე, რომელიც სრულ ტყუილზე, მანიპულაციასა და აბსურდზეა აგებული, არ იშურებენ ძალას ტირაჟირებისთვის. 
ეს ის რეალობაა, რომელის წინაშეც ვდგავართ, მიუხედავად ამისა არავის მივცემთ საშუალებას შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი მოქალაქეები.


Top