შეხვედრა პაატა ბურჭულაძესთან
25 თებერვალი 2014
აღნიშნულ ღონისძიების დაწყებამდე პაატა ბურჭულაძე შიდა ქართლის გუბერნატორს ზურაბ რუსიშვილს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. თითოეულ მათგანს საჩუქრად ივერიის ღვთისშობლის ხატი გადასცა და ტაძრის მშენებლობის შესახებ ესაუბრა.
მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობას საფუძველი 2010 წელს ფონდ „ივერიისა“ –სთაოსნობით ჩაეყარა. აღნიშნული საქველმოქმედო ფონდი კათოლიკოს–პატრიარქის ლოცვა–კურთხევით ტაძრის ასაშენებლად ჩამოყალიბდა. ამჟამად ტაძრის კედლების ამოყვანის პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნული ტაძარი მთელი საქართველოს და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ერთიანი ძალისხმევითა და თანაბარი მონაწილეობით შენდება. გარდ ამისა იქმნება სპეციალური წიგნი, სადაც აღმშენებელთა მილიონობით გვარსახელი იქნება შეტანილი.