0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

კასპში სამხარეო - საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა
კასპში სამხარეო - საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა
28 მარტი 2018

კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში სამხარეო - საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. სხდომას შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.  მუნიციპალიტეტის მერებმა ისაუბრეს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობაზე. ,,თითოეულ მუნიციპალიტეტში რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. გასული წლების მსგავსად, მუნიციპალიტეტების პრიორიტეტს წელსაც ინფრასტრუქტურული პროექტები წარმოადგენს. ვფიქრობთ, უახლოეს წლებში ძირითად ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს ამოვწურავთ და რეგიონის განვითარებას უკვე სხვა მიმართულებით შევუწყობთ ხელს" - განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა კახა სამხარაძემ. საკონსულტაციო  საბჭომ, ასევე, იმსჯელა 2018 - 2020 წლების რეგიონული განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმაში ცვლილების შეტანის საკითხზე. 

მიმაგრებული სურათები


Top