გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გენდერული თანასწორობის საკითხებზე დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელი, პატრიცია როზა გარსია და პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე. ასევე, ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ გურჩიანი. საუბარი შეეხო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას, შეკრებილებს გააცნეს კვლევის შედეგები, სადაც წარმოდგენილი იყო ქალების მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციული მოპყრობა. შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ნათია ანთელავა, გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი, საჯარო სკოლების დირექტორები და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გორის მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე დისკუსია გაიმართა
05 ივლისი 2018