0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

რწმუნებულის ადმინისტრაცია რეგიონში ეკო-სისტემის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვება
რწმუნებულის ადმინისტრაცია რეგიონში ეკო-სისტემის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვება
10 სექტემბერი 2018

შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრაზე ხოჯევანიშვილმა 15 სექტემბერს შიდა ქართლში დაგეგმილ დასუფთავების აქციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო და ღონისძიებაში რწმუნებულის აპარატის აქტიურად ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა - როგორც ღონისძიების ორგანიზების, ისე მასში მონაწილეობის მიმართულებით.

ამავე შეხვედრაზე, მხარეებმა ყურადღება რეგიონში გარემოს დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე გაამახვილეს. განიხილეს ის გეგმები, რომელიც შიდა ქართლში სამომავლოდ უნდა განხორციელდეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით, როგორც მყარი ნარჩენების მართვის, ისე მწვანე საფარის შექმნის კუთხით. ასევე, იმსჯელეს ეკო-სისტემის გაუმჯობესების გზებზე და ამ მიმართულებით მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.


Top