გიორგი ხოჯევანიშვილმა რეგიონში მომუშავე სამინისტროებთან დაქვემდებარებულ სააგენტოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს, ისაბურეს იმ გამოწვევბზე, რაც მუნიციპალიტეტებში არსებობს და იმსჯელეს მოგვარების გზებზე. გუბერნატორის თქმით, მნიშნელოვანია სააგენტოებისა და სამმართველოების აქტიური ჩართულობა რეგიონში მიმდინარე პროცესებში, რათა ცენტრალურ ხელისუფლებმდე მოხდეს ინფორმაციის კომპეტენტური და დროული მიწოდება. შეხვედრის ბოლოს მხარეები კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და სამომავლო გეგმებიც დასახეს.
შიდა ქართლის გუბერნატორი რეგიონში მომუშავე სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდა
18 სექტემბერი 2018