0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორის სასპორტო სკოლაში მიმდინარე წლის სამუშაო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
გორის სასპორტო სკოლაში მიმდინარე წლის სამუშაო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
18 სექტემბერი 2018

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, გორის სასპორტო სკოლაში მიმდინარე წლის სამუშაო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას შიდა ქართლის რწმუნებული-გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი დაესწრო და მწვრთნელებსა და სპორტსმენებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ,,სპორტი გორისთვის და სრულიან რეგიონისთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, ამ მხრივ აქტიურები და წარმატებულები ვართ, სულ რამდენიმე დღის წინ შევხვდი ჩვენს სახელგანთქმულ ძიუდოისტებს, რომლებიც ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან, წარმატებები ვუსურვე და სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ. ჩვენ კვლავ ვაპირებთ შეხვედრას და გორის ძიუდოს კლუბის შექმნასთან დაკავშირებით მსჯელობას. მზად ვარ, მოვისმინო თქვენი საჭიროებები, ერთობლივად ვიმუშავოთ გადაჭის გზებზე და მოვისმინო ინიციატივები ამ მიმართულებით, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს რეგიონში სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას." - აღნიშნა გუბერნატორმა შეხვედრაზე.

ამჟამად, გორის მუნიცპალიტეტში 5 სასპორტო სკოლა მოქმედებს, სადაც სპორტის 16 სახეობაში მიმდინარეობს სავარჯიშო-სამწვრთნელო პროცესი.

მიმაგრებული სურათები


Top