გიორგი ხოჯევანიშვილი შიდა ქართლში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ორგანიზაციებმა გუბერნატორს მათი საქმიანობისა და პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეკრებილებმა რეგიონში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს და ხაზი გაუსვეს ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას. ,,მინდა, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი საქმიანი ურთიერთობა, რადგანაც ერთ მიზანს ვემსახურებით და ერთობლივი ჩართულობით ბევრად სწრაფად და ეფექტურად მივალთ შედეგებამდე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებები, ამიტომ დღევანდელი შეხვედრა არ იქნება ერთჯერადი. სურვილი მაქვს, რომ სამომავლოდ, ჩვენი შეხვედრები თემატური სახის იყოს.“ - აღნიშნა რწმუნებულმა. შეხვედრას თხუთმეტამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.
შიდა ქართლის გუბერნატორი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აქტიურ თანამშრომლობას გეგმავენ
25 სექტემბერი 2018