0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის გუბერნატორმა ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
შიდა ქართლის გუბერნატორმა ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
News contains an attached video
27 სექტემბერი 2018

შიდა ქართლის გუბერნატორმა - გიორგი ხოჯევანიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი  გვირგვინით შეამკო. 
 
„დღევანდელი დღე ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 25 წლის წინ, ათასობით ქართველმა აფხაზეთი იძულებით დატოვა და დევნილად იქცა.  ძალიან მნიშვენლოვანია თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი წვლილი შეიტანოს ჩვენს აფხაზ თანამემამულეებთან ურთიერთობის აღდგენასა და ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებაში. დღევანდელ დღეს პატივს მივაგებთ ომში დაღუპულთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ,  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს  საქართველოს განუყოფელ ნაწილ აფხაზეთში ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეთ.“ - აღნიშნა გუბერნატორმა. 
 
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში გაგრძელდა.  1993 წლის 27 სექტემბერს შეიარაღებული საომარი მოქმედებები სოხუმის დაცემით დასრულდა.

მიმაგრებული ვიდეო

მიმაგრებული სურათები


Top