გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის (EUMM) ორგანიზებით გორის კულტურისა და დასვებენის პარკ ,,ახალბაღში" მარათონი სახელწოდებით "ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება" გაიმართა. მარათონში შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და სამხარეო ადმინიატრაციის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. "დღევანდელ მარათონს ორმაგი დატვირთვა აქვს, ერთის მხრივ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ახალგაზრდებში და ზოგადად, მოსახლეობაში და მეორის მხრივ, ქალთა უფლებების მხარდაჭერა. უნდა გავიაზროთ, რომ ადამიანები თანასწორები ვართ, ვალდებულები ვართ დავიცვათ და პატივი ვცეთ ერთმანეთს. მიხარია, რომ დღეს აქ ბევრნი ვართ შეკრებილები, ვიაზრებთ იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რასაც თანასწორობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჰქვია" - აღნიშნა გუბერნატორმა.
მარათონი 5 კმ.-იან დისტანციას მოიცავდა, ღონისძიების ბოლოს კი გამარჯვებულები გიორგი ხოჯევანიშვილმა, ქალაქის მერმა და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დააჯილდოვეს.