0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გიორგი ხოჯევანიშვილი სურამის მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო
გიორგი ხოჯევანიშვილი სურამის მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო
04 ოქტომბერი 2018

შიდა ქართლის რწმუნებული-გუბერნატორი დაბა სურამის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ,,თქვენი, მოსახლეობის აზრი და ჩვენი პროექტების თქვენს საჭიროებაზე მორგება პირველი უმთავრესი პრიორიტეტია, ამიტომ გადავწყვიტეთ თქვენთან შეხვედრა და გვსურს, ერთად ვიმსჯელოთ საკითხების მოგვარების გზებზე. თქვენი ჩართულობა აუცილებელია, რათა სწორად და ეფექტურად დავგეგმოთ სამომავლო პროექტები“- აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა შეკრებილებილებთან საუბრისას. შეხვედრაზე განიხილეს სასმელი წყლის, ნაპირსამაგრი ნაგებობებისა და სურამის ციხის რეაბილიტაციის საკითხი. მოსახლეობის თქმით, ისინი მზად არიან თანამშრომლობისთვის, რათა მათი ჩართულობითა და მხარდაჭერით მოხდეს დაბაში მიმდინარე საკითხების მოგვარება.

ბოლო პერიოდში სურმში აქტიურად განხორციელდა გზის რეაბილიტაციის პროექტები. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 26 მაისის, წმ. მარიამის და ლესია უკრაინკას ქუჩებს. ქუჩების მოწესრიგებასთან ერთად, მოეწყო სანიაღვრე სისტემებიც.


Top