შიდა ქართლის რწმუნებული-გუბერნატორი - გიორგი ხოჯევანიშვილი გორში, ,,აწარმოე საქართველოში ‘’ ფარგლებში აშენებული ახალი სასტუმროს ,,ლაქი’’ გახსნას დაესწრო. ამავე ღონისძიებას ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - გიორგი ჩოგოვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სასტუმრო სტუმარს მაღალი დონის მომსახურებას სთავაზობს. მასში 19 ნომერი და საკონფერენციო დარბაზია განთავსებული. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
როგორც მხარის გუბერნატორმა ღონისძიების მსვლელობის დროს აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ შიდა ქართლის მოსახლეობა სახელმწიფო პროგრამებით აქტიურად სარგებლობს და ამის კიდევ ერთი დასტური ახლადგახსნილი სასტუმროა. მისივე თქმით, ტურისტული ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარება გორში ტურისტების რაოდენობას გაზრდის და ამასთანავე, ადგილობრივების დასაქმებას ხელს შეუწყობს.