0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლში, სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შიდა ქართლში, სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
24 ნოემბერი 2018

პროექტის ფარგლებში, ალტერნატიული და ძლევიჯვრის მაგისტრალური არხების ტრაპეციული და მართკუთხა კვეთები სრულად მოპირკეთდება მონოლითური რკინაბეტონით; მოეწყობა ჰიდროტექნიკური ნაგებობები. ასევე, გათვალისწინებულია არხებიდან გამომავალი გამანაწილებლების რეაბილიტაცია. სამუშაოები უზრუნველყოფს 1215 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის ირიგაციას. აღდგენილი სისტემით გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფელ ფხვენისის, ქვემო ხვითის, შინდისის, ყელქცეულის, ბრეთის მეურნეობის, ძლევიჯვრისა და დირბის მოსახლეობა ისარგებლებს.

რეაბილიტირებული არხები წყალს მიაწვდის სალთვისის სარწყავი სისტემის გ-2 გამაწილებელ არხს, რის შედეგადაც გაუმჯობესდება წყლის მიწოდება და თვითდინებით მორწყვის საშუალება ექნება 2928 ჰექტარ სავარგულს.


Top