0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
News contains an attached video
24 დეკემბერი 2018

გიორგი ხოჯევანიშვილმა რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა. სხდომას შიდა ქართლის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. რეგიონის პირველმა პირებმა 2018 წელს რეგიონებში განსახორციელებლი პროექტებისა და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესრულება განიხილეს. ასევე, ისაუბრეს შიდა ქართლის რეგიონის 2014-2021 წლების რეგიონული განვითრების სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ. მომავალ წელს, ჯამში, 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 182 პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის, რეგიონებში განსახორციელებლი პროექტებისა და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდების ფინანსური მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს. 
შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება.

მიმაგრებული ვიდეო


Top