0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

რწმუნებული ერისთავის თეატრის დასის წევრებს შეხვდა
რწმუნებული ერისთავის თეატრის დასის წევრებს შეხვდა
26 დეკემბერი 2018

გიორგი ხოჯევანიშვილი ერისთავის დრამატული თეატრის დასის წევრებსა და თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე თეატრში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე იმსჯელეს. ამჟამად, შენობაში დიდი, მცირე და ექსპერიმენტალური სცენა ფუნქციონირებს. ,, ერისთავის დრამატული თეატრი გორის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, რომელსაც თეატრალურ სამყაროში გამორჩეული ადგილი უკავია. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა და საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი სამუშაო პირობები გქონდეთ, რათა მაყურებელს სრულყოფილი პროდუქტი შესთავაზოთ. ჩვენ, კომპეტენციის ფარგლებში, მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მაქსიმალურად ვიქნებით ჩართულები” - აღნიშნა რწმუნებულმა.

გიორგი ხოჯევანიშვილმა თეატრის შენობა დაათვალიერა და თეატრის წარმომადგენლებისგან სამომავლო გეგმები მოისმინა.


Top