ვულოცავ სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით შიდა ქართლის მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს. ასევე, განსაკუთრებით ვულოცავ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ოჯახებს და დევნილ მოსახლეობას, რომლებიც მშობლიური სახლებისგან შორს ხვდებიან ახალ წელს. გისურვებთ, 2019 წელი იყოს ქვეყნის გამთლიანების, თქვენი და თქვენი ოჯახებისთვის ბედნიერების, წარმატების, მშვიდობისა და სიკეთის მომტანი.
გასული წელი რეგიონისთვის წარმატებული იყო, მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ, თუმცა კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი უკეთესი მომავლის შესაქმნელად. მჯერა, რომ 2019 წელი ჩვენი რეგიონისთვის განვითარებისა და წინსვლის წელი იქნება, ეს კი ერთად უნდა გავაკეთოდ, ერთად დგომითა და ერთიანი ძალებით.
ყველას გისურვებთ მშვიდობიან მომავალს, მრავალ ახალ წელს დაესწარით!
შიდა ქართლის რწმუნებულის საახალწლო მილოცვა
31 დეკემბერი 2018