ტექნოპარკში ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ გაიმართა, რომელსაც შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი ესწრებოდა. კონფერენცია ბრიტანული ჟურნალის “THE ECONOMIST” წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“ ინიციატივით გაიმართა.
შეხვედრაზე მთავარი აქცენტები გაკეთდა საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის პერსპექტივებზე, ახალი ბაზრებისა და ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციაზე, მეწარმეობის ხელშეწყობაზე და საქართველო - როგორც აგრარული ქვეყნის პოტენციალის გაზრდაზე.
ვიცე-პრემიერმა, რეგიონალირი ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. მან ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრი მცირე პროექტი ხორციელდება, რომელიც მაგისტრალურ არტერიებს უკავშირდება.
შიდა ქართლის რწმუნებულის -გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, კონფერენციაზე დასმული საკითხები პრიორიტეტულია რეგიონში
ტურისტული პოტენციალის ამაღლების, მეწარმეების ხელშეწყობის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით.