შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელს, ბექა ძაძამიას შეხვდა. შეხვედრაზე შიდა ქართლში სოფლის მეურნეობის კუთხით განხორციელებული პროექტები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს რეგიონში სოფლის მეურნეობის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე. განიხილეს ის გეგმები, რომელიც შიდა ქართლში სამომავლოდ ერთობლივად უნდა განხორციელდეს და იმსჯელეს რეგიონში აგრარული მიმართულების განვითარების გაუმჯობესების გზებზე. რწმუნებულის თქმით, რეგიონს სოფლის მეურნეობის მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს და საჭიროა კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა. ამ მიზნით კი მნიშნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი მხრიდან რეაკომენდაციების მიღება თუ გამოცდილების გაზიარება.
საქართველო გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წევრი 1995 წელს გახდა. ორგანიზაციის მანდატი საქართველოში ითვალისწინებს ეროვნული ძალისხმევის მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის და სოფლის მეურნეობის, სატყეო და წყლის მართვის სექტორების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიმართულებით.