0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის საჯარო სკოლებში პირველადი დახმარების ტრენინგები ჩატარდება
შიდა ქართლის საჯარო სკოლებში პირველადი დახმარების ტრენინგები ჩატარდება
07 მარტი 2019

შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა შიდა ქართლის რეგიონში პროექტებისა და ღონისძიებების ერთობლივ განხორციელებაზე იმსჯელეს. ხოჯევანიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საჯარო და არასამთავრობო სექტორის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება რეგიონში არსებული საკითხების გადაჭრის პროცესში.

შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა, რომლის განხორციელებაც უახლოეს პერიოდში დაიწყება. კერძოდ, შიდა ქართლის საჯარო სკოლებში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება წითელი ჯვრის კომიტეტის მხარდაჭერით განახორციელებს პროექტს “საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების უზრუნველყოფა". ეს გულისხმობს პირველადი დახმარების ტრენინგების ჩატარებას კატასტროფების რისკის შემცირების მიზნით. ამასთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ზაფხულის პერიოდში გეგმავენ ახალგაზრდული ბანაკების მოწყობას, სადაც აქტიურად ჩაერთვება წითელი ჯვრის ორგანიზაცია როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური რესურსით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხანდაზმულთა თავშესაფრის მოწყობასა და სოციალური საწარმოს დაფუძნებას. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათთვის მნიშვნელოვანია სრულად აითვისონ რეგიონი და განახორციელონ შედეგზე ორიენტირებული აქტივობები.

წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციაა. თავდაპირველად ის შემოიფარგლებოდა ბრძოლაში დაზარალებულ ომის მონაწილეთათვის დახმარებით. შემდგომში კი ორგანიზაციის საქმიანობა მშვიდობიან მოსახლეობაზეც გავრცელდა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (სწჯს) დაარსდა 1918 წ.


Top