0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
14 მარტი 2019

გიორგი ხოჯევანიშვილმა რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა. სხდომას შიდა ქართლის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.

რწმუნებულმა რეგიონში პროექტების მიმდინარეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. შეკრებილებმა შიდა ქართლის რეგიონის 2014-2021 წლების რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ იმსჯელეს. მიმდინარე წელს, სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის, სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დამატებით კიდევ 14 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები განხორციელდება.


Top