0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

კასპის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
კასპის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
17 მარტი 2019

შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი კასპის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო იმ ადგილებსა თუ ობიექტებს, რომლებიც ტურისტული თვალსაზრისით პერსპექტიულია.

შიდა ქართლის რწმუნებულმა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოფელი ახალქალაქი მოინახულეს და სოფლის განვითარების გეგმაზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში, ადგილობრივი თვითმართველობისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ჩართულობით, სოფელ ახალქალაქსა და ნოსტეში ტურისტული ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. ასევე, გიორგი ხოჯევანიშვილმა არტ ვილა გარიყულა დაათვალიერა, სადაც ყარამან ქუთათელაძესთან ერთად მიმდინარე წელს დაგეგმილ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

,,იმდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა ჩვენი რეგიონი, რომ ამ ყველაფრის აუთვისებლობა არ შეიძლება. დღეს რაც მოვინახულეთ, ერთ მთლიან ტურისტულ წრეს ქმნის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყევტილება, რომ დრო არ დავკარგოთ და შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, დროულად დავიწყოთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. არტ-ვილა „გარიყულა“ პედაგოგისა და მხატვრის, ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით ჩამოყალიბდა. მასთან საუბრისას კი შევთანხმდით, რომ სამხარეო ადმინისტრაცია მუდმივ კონტაქტზე იქნება მასთან და არტ ვილას განვითარების საქმეშიც კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში აქტიურად ჩაერთვება " - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.


Top