0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სამხარეო ადმინისტრაციებმა ტურიზმის ურთიერთთანამშრომლობის მემორანადუმი გააფორმეს
სამხარეო ადმინისტრაციებმა ტურიზმის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანადუმი გააფორმეს
17 აპრილი 2019

ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მიზნით შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და სამცხე-ჯავახეთის სახელწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, რეგიონები ერთობლივად იმუშავებენ ტურიზმის ხელშეწყობისა და ტურისტული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით. ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის სფეროში არსებული სიახლეების გაზიარებას, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რეგიონში არსებული ისტორიულ-კულტურული და ტურისტულად მნიშვნელოვანი ობიექტების პოპულარიზაციას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, რეგიონების თანამშრომლობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რათა მაქსიმალურად იყოს ათვისებული თითოეული მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი. რეგიონების ურთიერთთანამშრომლობა და ერთმანეთის ხელშეწყობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აღნიშნული სფეროს განვითარებას.


Top