კამპანიის ,,ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე" ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ახრისისა და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ. ადგილობრივებს კონსულტაციები ერისთავის სახელობის ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის ექიმებმა გაუწიეს. გარდა თერაპევტული, კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური და ოფთალმოლოგიური კვლევებისა, მოსახლეობას საჭიროებისამებრ ჩაუტარდათ ექოსკოპიური კვლევებიც.
უფასო კვლევევის აქციაზე იმყოფებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე. რწმუნებულის თქმით, შიდა ქართლის რეგიონის სოფლებში უკვე რამდენმე თვეა ინტენსიურად მიმდინარეობს უფასო სამედიცინო კვლევების აქციები, ამით მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევათ უფასოდ და რაც მთავარია, ადგილზე მიიღონ სასურველი მომსახურება.
აქციის ფარგლებში, ექიმების მიერ დანიშნული რეცეპტების მიხედვით მედიკამენტები პაციენტებზე უფასოდ გაიცა.