0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შიდა ქართლში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი შიდა ქართლში იმყოფებოდა
20 ოქტომბერი 2019

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად შიდა ქართლის რეგიონში მოღვაწე პედაგოგებს, მედიკოსებს, სპორტსმენებსა და ფერმერებს შეხვდა.

შეხვედრა რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა, სადაც პრემიერმა და რწმუნებულმა შეკრებილებს რეგიონთან დაკავშრებული გეგმები გააცნეს და ასევე, მათი მხიდან წამოსული ინიციატივები მოისმინეს.

მოგვიანებით გიორგი გახარია მერებს, მერების მოადგილეებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ინფორმაცია მოისმინა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, რომელთა მოგვარება მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით ვერ ხერხდება. პრემიერის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ხელისუფების მოქმედება უფრო ეფექტიანი გახდეს.


Top