გორში ძიუდოს ერთ-ერთი ფუძემდებლის გურამ პაპიტაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა
23 აპრილი 2014
საღამოს ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ლევან ყიფიანმა გურამ პაპიტაშვილს რაინდის ტიტულის აღმნიშვნელი მედალი გადასცა. ,,ჩემი აღნაგობის კაცს კი მოუხდება ეს ტიტული,, - იხუმრა მაშინვე იუბილარმა. გურამ პაპიტაშვილს რაინდის ტიტული საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს შიდა ქართლის წინამძღოლმა ნუგზარ მაჭავარიანმაც გადასცა.
გორში უკვე არსებობს პაპიტაშვილის სახელობის საჭიდაო დარბაზი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით ცხინვალისა და მელიქიშვილის დამაკავშირებელ, ახლადმშენებარე ქუჩას პაპიტაშვილის სახელი მიენიჭება.