გორის ციხის ფერდობის მიმდებარედ, იქ სადაც რამდენიმე თვის წინ გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური დაფა გაიხსნა, დღეს წითელი და თეთრი ვარდების ხეივანი გაშენდა. სპეციალურად ამ სივრცისთვის გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ ლითონის კონსტრუქციები დაამონტაჟა. დღესვე, ლომჭაბუკის სკვერის გასწვრივ 50 ძირი ცხენის წაბლიც დაირგო.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა შიდა ქართლი რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და საზოგადოების წევრებმა მიიღეს.
,,მიხარია, რომ ჩვენი ქალაქი ყოველდღიურად ლამაზდება დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გაშენებული ხეივანი გორის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი გახდება. ჩვენ კიდევ ბევრი კარგი გეგმა გვაქვს, რომელსაც ერთობლივი ძალებით განვახორციელებთ" - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.