0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
შიდა ქართლში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
29 აპრილი 2020

  ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, შიდა ქართლის რეგიონში სასოფლო- სამეურნეო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა კულტურებია გაშენებული და ფერმრების
თქმით, მოსავლიანი წელს კარგ მოსავალს ელოდებიან. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში მდებარე ხეხილის ბაღი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და რწმუნებულის მოადგილემ ნუგზარ სამხარაძემ დაათვალიერეს. ფერმერს 50 ჰა-მდე მიწის ნაკვეთზე ვაშლი, ბალი და კაკალი აქვს გაშენებული. მისი თქმით,
საგაზაფხულო სამუშაოების უწყვეტ რეჟიმში განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს და მიუხედავად არსებული ვითარებისა, სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს. ,,მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, შიდა ქართლის რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები, მოსავლიანობის თვალსაზრისითაც კარგ მოსავალს ელოდებიან ფერმერები. დღეს ქარელის მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ სავარგულები, სადაც ჰექტრობით მიწებზე სხვადასხვა კულტურებია გაშენებული. სოფლის მოსახლეობა, ვინც ამჟამად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებითაა დაკავებული, მაქსიმალურად ითვალისწინებენ სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს და ამ მხრივ რეგიონში პრობლემა არ გვაქვს." - აღნიშინა რწმუნებულმა.


Top