0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

კასპის მუნიციპალიტეტში მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი 6 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა
კასპის მუნიციპალიტეტში მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი 6 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა
21 მაისი 2020

  შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ესტუმრნენ და საცხოვრებელი ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

იძულებით გადაადგილებული 6 ოჯახი კასპში, ფარნავაზის .N18-ში წლების განმავლობაში ცხოვრობსთუმცა ამ დრომდე საცხოვრებელი ფართები დაკანონებული არ ჰქონდათ.

დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მიმდინარე წელს, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 1000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.

 

Top