0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

კასპის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის სასწავლო კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა
კასპის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის სასწავლო კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა
27 მაისი 2020

 

პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის სასწავლო კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და სამშენელო პროექტი ბოლო ეტაპზე, შენობის მატერიალურ-ტექნიკური რესურსით აღჭურვაზე გადავიდა. ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით განხორციელდა.

ახალი პროფესიული კოლეჯი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და კასპის მაჟორიტარმა დეპაუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

200 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი თანამედროვე შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. პროექტის ჯამური ღირებულება 4,272,794.87 ლარს შეადგენს.

სამხარეო ადმინისტრაციის, მაჟორიტარის ხელმძღვანელობითა და კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე გამოიკვეთა რიგი პროფესიული პროგრამები, რომელთა სწავლება კოლეჯში დაინერგება: ელექტროშედუღება, ხარატი, მაღალი ძაბვის ელექტროობა, ელექტროსამონტაჟო სამუშაოები, ამწის ოპერატორ მემანქანე, ვეტერინარია, ტრაქტორისტ მემანქანე, მებაღე, მეხილე და .. 2020 წლის შემოდგომიდან კოლეჯი პირველ სტუდენტებს მომზადება-გადამზადების პროგრამებზე მიღებს.

წელს პირველად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ხანგრძლივობა გაიზარდა და სასურველ პროგრამაზე დარეგისტრირება შესაძლებელია 20 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით კოლეჯების დისტანციური მხარდაჭერით ან/და ონლაინ:

 www.vet.emis.ge .

 

 

Top