0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა
10 თებერვალი 2021

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ანანიაშვილმა შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, დეპუტატებსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს  წარუდგინა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს,  მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელობას და დღის წესრიგში მდგარი საკითხების დროულ და ეფექტურ გადაწყვეტას. 
 
,,შიდა ქართლის რეგიონში დღეს წარვადგინეთ ახალი გუბერნატორი, მამუკა საღარეიშვილი. სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ვიმსჯელეთ ყველა იმ საკითხზე, რაც შიდა ქართლისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვისაა პრიორიტეტული. შევეხეთ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის პრობლემებს და დევნილთა საკითხებს. ერთობლივი მუშაობის შედეგად აუცილებლად გადავჭრით ყველა იმ საკითხს, რაც პანდემიამ გამოიწვია და გაორმაგებული ძალებით განვაგრძობთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, განათლებისა თუ სოციალური მიმართულებების გაძლიერებას“ - აღნიშნა ანანიაშვილმა. 
 
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ქვეყნის პრემიერ -მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია და ამავადროულად, დიდი პასუხისმგებლობა, ვემსახურო შიდა ქართლის რეგიონს. ჩვენი მიზანია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით განვახორციელოთ დაგეგმილი პროექტები. ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა რეგიონში.“ - აღნიშნა რწმუნებულმა. 
,,შიდა ქართლის რეგიონის ახალი რწმუნებული არის საკმაოდ გამოცდილი და კვალიფიციური კადრი, რომელიც რეგიონს კარგად იცნობს თავისი წინა სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება წარმატებული გუბერნატორი შიდა ქართლისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენ გუნდურობის პრინციპით ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ რეგიონისთვის“ - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა. 
მამუკა საღარეიშვილი 2005 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იგი 2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის აგვისტომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდეგ – შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2018 წლის სექტემბრიდან იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო 2020 წლის აპრილიდან – სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

Top